ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტაქტიკა უცვლელი რჩება და მათ სამიზნეს კვლავ წარმოადგენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშების შედეგად უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
მისივე თქმით, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
„რუსეთის ტაქტიკა უცვლელი რჩება: დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. სამიზნეების უმეტესობა ქალაქებში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ენერგეტიკული ობიექტები და ბიზნესები. ყოველმა მსგავსმა დარტყმამ ჩვენს პარტნიორებს უნდა შეახსენოს, რომ სიტუაცია სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სასწრაფოდ გაძლიერება გვჭირდება“, - აცხადებს ზელენსკი.
Right now, 11 people are in hospitals in Dnipro after Russia’s attack on the city. A rescue operation continues at the site of the strike on a residential building. People may still be trapped under the rubble. Throughout nearly the entire night, the Russians struck Dnipro and… pic.twitter.com/1Vj65FWgLc
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 25, 2026