Loading data...
ზელენსკის განცხადებით, „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 12 ოქტომბერს „რამშტაინის“ 25-ე შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. 

„ჩვენ წარმოვადგენთ გამარჯვების გეგმას, მკაფიო, კონკრეტულ ნაბიჯებს ომის სამართლიანი დასრულებისკენ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, პარტნიორების მონდომებას და უკრაინის გაძლიერებას რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია. 

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ წარმოდგენილი გამარჯვების გეგმა „პროდუქტიულ ნაბიჯებს“ შეიცავს. 

„ჩვენ მივიღეთ ეს გეგმა, განვიხილეთ, ვნახეთ მასში არაერთი პროდუქტიული ნაბიჯი“, - აღნიშნა მილერმა.