1764615408
უცხოეთი
ზელენსკის განცხადებით, კორუფციული სკანდალები და უკრაინაში ბოლო კვირებში ჩატარებული ანტიკორუფციული გამოძიებები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გავლენას ახდენს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინაში ანტიკორუფციული გამოძიებები გავლენას ახდენს სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ მან პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კორუფციული სკანდალების გავლენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ზელენსკიმ თქვა - „მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას ყველაფერი, ყველა გარემოება და ადამიანი ახდენს“. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმებოდა ამ განცხადებაში.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მიიღებს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.