Loading data...
ზელენსკის განცხადებით, ხარკოვში რუსების იერიშის შედეგად ასობით ათასი ადამიანი გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების იერიშის შედეგად ხარკოვში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა.

„ასეთ ცივ ზამთარში რუსეთის დარტყმები სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. დღეს რუსებმა ხარკოვში ენერგოობიექტს დაარტყეს: ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა“, - განაცხადა მან ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ.

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკები ამოქმედდა. 

15 იანვარს რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უკრაინული მხარის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი განადგურდა. 

„მტერმა გაანადგურა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტი“, - აღნიშნა ტელეგრამზე ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.