Loading data...
ზელენსკის განცხადებით, გერმანიამ კიევს ორი „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა გადასცა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანიამ უკრაინას ორი Patriot-ის  საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიას. მათ ცოტა ხნის წინ გადმოგვცეს ორი Patriot სისტემა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები აუცილებელია უკრაინის თავდაცვისთვის, რათა რუსეთის თავდასხმები თავიდან იქნეს აცილებული. 

გამოცემა Handelsblatt-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გერმანია ამ ეტაპზე არ მიიჩნევს საჭიროდ კიევისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას.