Loading data...
ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 450-ზე მეტი დრონით და 70-ზე მეტი რაკეტით შეუტიეს

„კიდევ ერთხელ, განხორციელდა მიზანმიმართული დარტყმა კონკრეტულად ენერგეტიკულ ობიექტებზე: რუსებმა გამოიყენეს ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა სხვა რაკეტებთან ერთად - 70-ზე მეტი რაკეტა და 450-ზე მეტი თავდასხმის დრონი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საჰაერო იერიშთან დაკავშირებით. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსებისთვის ზამთრის ცივი დღეების გამოყენება ხალხის დასატერორებლად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიპლომატიის.

ზელენსკიმ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მოუწოდა, შეინარჩუნონ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რადგან, მისი თქმით, მოსკოვი „ტერორსა და ესკალაციას ირჩევს“. 

ინფორმაციისთვის, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევის გარდა, იერიში ხარკოვზეც მიიტანეს.