ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში თავის სამხედროებს გზავნის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღით, არამედ სამხედრო პერსონალითაც ეხმარება.
ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიერონ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ალიანსი რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, მზარდი ხდება. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იარაღის მიწოდება. ეს ფაქტობრივად არის ადამიანების გადაცემა ჩრდილოეთ კორეიდან ოკუპანტის სამხედრო ძალებში საბრძოლველად. ცხადია, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან განვითარებას საჭიროებს. ფრონტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა The Washington Post-ზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები უკვე იბრძვიან უკრაინაში.