Loading data...
ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის დახმარების გაყინვამ კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე არ იმოქმედა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეჩერებას კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარების მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Time-ს განუცხადა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების სავარაუდო ალყაში მოქცევის შესახებ თავისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სიცრუე“ უწოდა. 

ტრამპმა თქვა, რომ თავის რუს კოლეგასთან საუბრის შემდეგ უკრაინული ძალები რუსებმა ალყაში მოაქციეს. 

მიმაჩნია, რომ რუსეთმა თეთრ სახლში ზოგიერთ ადამიანზე გავლენა მოახდინა. რუსების სიგნალი ამერიკელებისთვის იყო - „უკრაინელებს არ სურთ ომის დასრულება და რაღაც უნდა გაკეთდეს, იმისთვის რომ მათი იძულება მოხდეს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.