Loading data...
ზელენსკის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი კვირის ბოლოს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს.

„ჩვენ ვიცით, რისთვის ემზადება რუსეთი. გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან და სპეციალური სამსახურებიდან. კვირის ბოლოს, აღდგომის დღესასწაულზე მოსალოდნელია თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 18 მარტიდან 30-დღიან მორატორიუმს დაიცავდა და ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშს არ მიიტანდა.