Loading data...
ზელენსკის განცხადებით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა რეფერენდუმზე უნდა გავიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ რუსეთი შეთანხმებას არ შეასრულებს და ომს გააგრძელებს, შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

„ზელენსკი მიიჩნევს, რომ 20-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც უკრაინამ ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მიაღწია, რეფერენდუმით უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან ასეთი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ყველაზე ძლიერი ფორმაა - მილიონობით მოქალაქის ნების გამოხატვის გზით“, - წერს RBC-Ukraine.

ინფორმაციისთვის, 28 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში თითქმის ორსაათ-ნახევრის შემდეგ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა მოლაპარაკებებს „შესანიშნავი“ უწოდა და განაცხადა, რომ მხარეები ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ. 

ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გუნდებმა განიხილეს „სამშვიდობო შეთანხმების ყველა ასპექტი“ და 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა „90%-ით შეთანხმებულია“.