Loading data...
ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. 

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. მთავარი, რა თქმა უნდა, ომის დასრულებაა. მადლობელი ვართ აშშ-ის პრეზიდენტის ყველა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. მართლაც საჭიროა, რაც შეიძლება მალე შეწყდეს მკვლელობები, ჩვენ ამას სრულად ვუჭერთ მხარს. ომის გარეშე შეიძლებოდა მრავალი თვის გატარება, რუსებს რომ არ გაეჭიანურებინათ ის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.

ამასთან, ზელენსკის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი კიევსა და უკრაინის დანარჩენ ქალაქებზე რუსული ძალების იერიშის შესახებ სრულად არის ინფორმირებული.