Loading data...
ზელენსკიმ სერგეი გაიდაი მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერგეი გაიდაი მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კორუფციის საქმეში მონაწილეობის გამო, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატის

ალექსეი კუზნეცოვის გარდა, მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი დააკავეს.

მანამდე, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სამხედრო ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით კორუფციული სქემები გამოავლინეს.

ამასთან, კუზნეცოვს „ხალხის მსახურის“ წევრობა გამოძიების მთელი პერიოდის განმავლობაში შეუჩერდება და ასევე განიხილება მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი.