ზელენსკიმ რუსეთთან „ნებისმიერ ფორმატში“ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტურა

როგორც კი ცეცხლის შეწყვეტა იქნება, დიპლომატიისთვის საუკეთესო შანსი გაჩნდება. უკრაინა მზადაა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი, რომელიც 10 მაისს კიევში „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ შედგა, „კარგი, პოზიტიური და კონკრეტული“ იყო.
„ჩვენი საერთო შეხედულებაა: საჭიროა დაუყოვნებელი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ის ამოქმედდეს ორშაბათს, 12 მაისს. ველოდებით რუსეთისგან პასუხს. ეს წინადადება ძალაშია საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, როდესაც ის პირველად შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა“, - გაიხსენა ზელენსკიმ.
Всі разом по завершенню саміту в Києві говорили з @POTUS. Хороша розмова, позитивна й конкретна. Вдячний Президенту Трампу.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 10, 2025
Наш спільний погляд: негайне, повне та безумовне припинення вогню потрібне щонайменше на 30 днів. Пропонуємо, щоб почалось із понеділка, 12 травня.…