ზელენსკიმ რომის პაპთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ლეო XIV-ს ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მისი საუბარი რომის პაპთან უკრაინაზე რუსეთის მასობრივი თავდასხმის ფონზე შედგა.
მან პაპს მოლაპარაკებების პროცესისა და ამერიკულ გუნდთან მუშაობის შესახებ უამბო.
ზელენსკიმ ასევე მადლიერება გამოხატა გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისა და ვატიკანის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებულ ვითარებას.
„მის უწმინდესობას და მორწმუნეებს, რომლებიც ამ კვირას აღდგომას აღნიშნავენ, კურთხეული დღესასწაული და მშვიდობა ვუსურვე. რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ მის უწმინდესობას უკრაინაში სამოციქულო ვიზიტით ვიხილავთ. განსაკუთრებით მადლიერი ვარ, რომ პაპს ახსოვს უკრაინა, უკრაინელები და ლოცულობს ჩვენი ხალხის მშვიდობისთვის“, - დასძინა ზელენსკიმ.
I spoke with His Holiness Pope Leo XIV @Pontifex today. At the very moment of our conversation, the Russians attacked Ukraine yet again – hundreds of “shaheds” and dozens of missiles against our cities and communities. In fact, the attack has been ongoing in waves since last… pic.twitter.com/RWKvjyDt3B
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 3, 2026