Loading data...
ზელენსკიმ პუტინთან მოლაპარაკების ერთადერთი მოდელი დაასახელა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამჟამად რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების მხოლოდ ერთ მოდელს ხედავს, რაც გულისხმობს სამმხრივ შეთანხმებას შუამავლებთან, რომლებიც ჩართული იქნებიან მარცვლეულის დერეფანში. ამის შესახებ ზელენსკიმ The Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში ისაუბრა

მისი თქმით, ეს უნდა იყოს დოკუმენტი, რომელიც მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების მსგავსი იქნება.

„უკრაინას შეუძლია, მოძებნოს მოდელი, რომლის მიხედვითაც შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება.

ეს მოდელი პირველად მარცვლეულის დერეფნის მაგალითზე გამოიყენეს, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა არა რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან.

მათ, თავის მხრივ, აიღეს ჩვენთან მოლაპარაკების პასუხისმგებლობა, შემდეგ კი რუსეთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

ასეც მოხდა: ორი სარკისებური შეთანხმება, რომელთა შორის გაერო და თურქეთია.

ანალოგიურად, ტერიტორიულ მთლიანობაში, ენერგეტიკასა და გადაზიდვებში შესაბამისი მოდელის გამოყენება შესაძლებელია, როდესაც სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნები კონკრეტული კრიზისის გადაწყვეტითვის გამოსავალს ამზადებენ. მაშინ ეს დოკუმენტი, თუ უკრაინას მოერგება, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც უნდა განიხილონ.

ჯერჯერობით მხოლოდ ეს მოდელი გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.