Loading data...
ზელენსკიმ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ახალი ფორმატი შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა, 30 დღით თავი შეიკავოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებისგან, გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის ბოლო მოხსენების თანახმად, დღის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ორ ათასზე მეტჯერ დაარღვია. დაფიქსირდა 67 რუსული შეტევა, მათი უმეტესობა პოკროვსკის მიმართულებით. რუსეთმა ასევე განახორციელა 1,355 იერიში, მათგან 713 მძიმე იარაღით და 673-ჯერ გამოიყენა FPV დრონი.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა არ შეასრულეს დუმილის შესახებ დაპირება ფრონტის ყველა ძირითად მიმართულებაზე და ჯერაც არ უპასუხეს უკრაინის წინადადებას 30-დღიანი სრული დუმილის შესახებ.

„თუმცა, დღეს არ გამოცხადებულა საჰაერო განგაში. ასე რომ, ეს არის დუმილის ფორმატი, რომელიც მიღწეულია და რომლის გაგრძელებაც ყველაზე ადვილია. უკრაინა სთავაზობს, თავი შეიკავოს შორ მანძილზე მოქმედი დრონებითა და რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი დარტყმისგან მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, გახანგრძლივების შესაძლებლობით. თუ რუსეთი ასეთ ნაბიჯს არ დათანხმდება, ეს იქნება იმის დასტური, რომ მას სურს, გააგრძელოს მხოლოდ ის, რაც ანადგურებს ადამიანების სიცოცხლეს და აგრძელებს ომს“, - განაცხადა ზელენსკიმ.