ზელენსკიმ პუტინი ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა, რომ რუსეთს ტრაგიკული დასასრული ელის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ფიურერს, ნაცისტური პარტიის ლიდერს ადოლფ ჰიტლერს შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის დასასრული ტრაგიკული იქნება. როგორც უკრაინული მედია წერს ზელენსკიმ ირლანდიელ ბლოგერთან კეილინ რობერტსონთან საუბრის ამონარიდი თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა.
„ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდა ეს ჰიტლერისთვის. ჩვენ გვესმის, როგორ დასრულდება ეს პუტინისთვის. სპორტის, მუსიკის, კინოსა და ხელოვნების ფესტივალების, როგორიცაა ვენეციის ბიენალე, იარაღად გამოყენება, არასოდეს შველის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვადასხვა კულტურულ პლატფორმაზე, მათ შორის ბავშვთა ანიმაციური ფესტივალებზე, რუსები თავიანთ ფილმებში პროპაგანდას იყენებენ, რათა ადრეული ასაკიდანვე იქონიონ მათზე გავლენა.
„ეს არასდროს შველის. დარწმუნებული ვარ, მათ ერს ტრაგიკული დასასრული ელის“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.