Loading data...
ზელენსკიმ პარლამენტს თავდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა წარუდგინა.

წარდგენაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი უმაღლეს რადაში, გალინა მიხაილიუკი უფლებამოსილია, ფედოროვის კანდიდატურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინოს.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 13 იანვარს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიხაილ ფედოროვი უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის 270-მა წევრმა დაუჭირა მხარი.