1756321283
უცხოეთი
ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ზელენსკიმ საღამოს მიმართვისას გააჟღერა.
„ახლახან ვესაუბრე ოლგა სტეფანიშინას, უკრაინის ახალ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფორმალური პროცედურები დასრულებულია - დღეს ხელი მოვაწერე ელჩის დანიშვნის ბრძანებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან უკვე განსაზღვრა საკვანძო ამოცანები საელჩოს საქმიანობის განახლებისთვის.