ზელენსკიმ მადიარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა: უკრაინა მზადაა, გააღრმაოს თანამშრომლობა უნგრეთთან
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრს პეტერ მადიარს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
ზელენსკის თქმით, სიმბოლურია, რომ მადიარის ინაუგურაცია ევროპის დღეს გაიმართა.
„უკრაინა მზადაა, გააღრმაოს თანამშრომლობა უნგრეთთან და დაამყაროს ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ურთიერთობები, რომლებიც კეთილმეზობლობასა და ჩვენი ხალხის პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.
ერთად ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ძალა მოვუტანოთ ჩვენს ერებს და გავაძლიეროთ მთელი ევროპა. გისურვებთ წარმატებებს და კარგ შედეგებს თანამდებობაზე!“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
I congratulate @MagyarPeterMP on his appointment and the beginning of his tenure as Prime Minister of Hungary. It is symbolic that this inauguration is taking place on Europe Day.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 9, 2026
Ukraine is ready to deepen cooperation with Hungary and build strong relations between our…