1770738690
უცხოეთი
ზელენსკიმ კრივოი-როგის ხელმძღვანელობა რუსეთის იერიშებისგან გამოწვეულ პრობლემებზე დაგვიანებული რეაქციის გამო გააკრიტიკა - უკრაინული მედია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრივოი-როგის ადგილობრივი ხელისუფლება რუსული ძალების იერიშებისგან გამო გამოწვეულ პრობლემებზე დაგვიანებული რეაქციის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, არსებობს კითხვები დნეპრის ოლქის ქალაქებთან, კერძოდ, კრივოი-როგთან დაკავშირებით.
„ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირება ელექტროენერგიის გახანგრძლივებულ გათიშვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხშირად დაგვიანებულია“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ რეგიონში საჰაერო ძალებმა ასევე გაცილებით სწრაფად უნდა იმოქმედონ, რათა დრონებისგან დაცვის შესაძლებლობა გაზარდონ.