Loading data...
ზელენსკიმ კალასს პრინცესა ოლგას ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს კაია კალასს სახელმწიფო ჯილდო - პრინცესა ოლგას ორდენი გადასცა. 

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს ჯილდოსთვის და პირობა მისცა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად მუშაობას გააგრძელებს.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგრესიული ომი დაიწყო, ყოველდღე ვფიქრობ უკრაინაზე... ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, რათა თქვენს ქვეყანას თავდაცვაში მხარი დავუჭირო“, - დაწერა კალასმა.