Loading data...
ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს არც ისე ბევრი დრო დარჩა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არც ისე ბევრი დრო დარჩა, რადგანაც ის 73 წლისაა, ხოლო ზელენსკი 48-ის და პუტინზე ბევრად ახალგაზრდაა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

„ღმერთმა ქნას, რომ არც ისე ბევრი დრო ჰქონდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ პუტინზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ომი დასრულდეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასასრულებლად ტრამპმა უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უნდა მისცეს და უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესახებ შეთანხმება გააფორმოს.

ზელენსკის თქმით, ტრამპმა პუტინს უნდა დაურეკოს და უთხრას, რომ „რასაც მიაღწია, იქ გაჩერდეს და კონფლიქტი უნდა გავყინოთ“.

„ამ შემთხვევაში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა ლიდერების დონეზე, და გადაწყდება, თუ როგორ დასრულდეს ომი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-მა უკრაინას კომპრომისებზე წასვლისკენ მოუწოდა და კიევი ბევრ კომპრომისს დათანხმდა.