1734782345
უცხოეთი
ზელენსკიმ გაეროში უკრაინის წარმომადგენელი გამოცვალა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან სერგეი კისლიცა მოხსნა და მის ნაცვლად ევგენი ციმბალიუკი დანიშნა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
სერგეი კისლიცა გაეროში უკრაინის ელჩის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. მანამდე ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გადააყენა.