Loading data...
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან ოპერაცია ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე ჩატარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ლიბიაში რუსულ გემებზე თავდასხმა განიხილეს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლიბიაში ოპერაცია ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე ჩატარდა.

„დღეს ვესაუბრე ჯორჯია მელონის. განვიხილეთ საკითხები, რომელთა გადაჭრაზეც ახლა ვმუშაობთ, და მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვესმოდეს. დავადასტურე, რომ ლიბიაში ახლანდელი ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე განხორციელდა.

ასევე აღვნიშნე ჩენი მზაობა, რომ ჩვენმა შესაბამისმა ოფიციალურმა პირებმა მთელი საჭირო ინფორმაცია გააზიარონ და რომ შევინარჩუნოთ პირდაპირი, რეგულარული და ეფექტიანი კომუნიკაცია“, - წერს ზელენსკი.