Loading data...
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯეი დი ვენსს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ, ჯეი დი ვენსს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა. ამის შესახებ ზელენსკიმ Time-ს განუცხადა.

როგორც „თაიმსი“ წერს, ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ ვენსს შესთავაზა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ომის პერიოდში უკრაინაში არჩასვლის შესახებ.

„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით”, - თქვა ზელენსკიმ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,ვენსს ზელენსკის მიწვევაზე პასუხი არ გაუცია.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ვენსს მოუწოდა, ეწვიოს უკრაინას, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში. ვენსმა ზელენსკის უპასუხა, რომ ის უყურებს ახალ ამბებს და უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყველაფერი იცის.