Loading data...
ზელენსკიმ და ტუსკმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში შეხვედრისას, ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს, პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების რამდენიმე პაკეტს გამოუყოფს და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს. შესაბამის ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმება გაფორმებული აქვთ G7-ის სახელმწიფოებს, კერძოდ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს უკრაინასთან სამშიდობო ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვთ. 

„შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ პოლონეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1991 წლის 1 დეკემბერს, საბჭოთა კავშირისგან უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინა და პოლონეთი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და „უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენის საქმეში“ მჭიდროდ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.