Loading data...
ზელენსკი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზად იქნება შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში. მაშინ ლიდერების დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდეთ. ვინაიდან სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან მხოლოდ ის წყვეტს ამას“, - განაცხადა ზელენსკიმ

ზელენსკის თქმით, თუ პუტინი მოლაპარაკებების დროს უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს, ეს გზას გახსნის ომის მთლიანად დასრულებისთვის.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეუერთდება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებებს.

„არ ვიცი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის თავის მონაწილეობას დაადასტურებს, ვფიქრობ, ამას დამატებითი იმპულსი ექნებოდა იმისთვის, რომ პუტინი ჩამოფრინდეს,“ - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.