ზელენსკი: უმეროვი და გნატოვი სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში გაფრინდნენ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში გაფრინდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, იუწყება RBC-Ukraine.
„ჩვენს დელეგაციას ფლორიდაში ამერიკულ მხარესთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა. ამერიკულ მხარესთან ერთად ჩვენი ხედვისთვის რამდენიმე გადაწყვეტილება და წინადადება მოვამზადეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე დაადასტურა, რომ კონსულტაციების დასრულებისთანავე ამერიკული დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა.
„რაზე იყო საუბრები, კონსტრუქციულ ფორმატში გაიმართა თუ არა, გულწრფელად ვერ გიპასუხებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრიუსელში უფრო ფართო ფორმატში, სამ, ან მეტ ქვეყანასთან ერთად, რამდენიმე სენსაციურ საკითხს განვიხილავდით... ხოლო ამერიკული მხარის რუსეთში შეხვედრის შემდეგ ჩვენი ორი დელეგაცია შეერთებულ შტატებში შეხვდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დაადასტურა, რომ უმეროვი და გნატოვი უკვე გაფრინდნენ შეერთებულ შტატებში.
„უფრო მეტ, უფრო დეტალურ ინფორმაციას მას შემდეგ გავიგებ, რაც ისინი შეხვდებიან ერთმანეთს და დამირეკავენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამერიკულ დელეგაციასთან შემდეგი კონტაქტის ვადებთან დაკავშირებით ზელენსკიმ აღნიშნა: „დღეს, ალბათ... ვფიქრობ, დღეს, შესაძლოა, ხვალ“.