Loading data...
ზელენსკი: უკრაინას აქვს შანსი, დაასრულოს ომი მომავალ წელს - აუცილებელია, მოვისმინოთ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის წინადადებები ომის დასრულების გეგმის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ 2025 წელს ომის დასრულების შანსს ხედავს და ამასთან დაკავშირებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებებს ელოდება მისი პრეზიდენტობის ვადის დაწყებიდან მალევე. ამის შესახებ მან სასურსათო უსაფრთხოების მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, იუწყება Interfax-Ukraine.  

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2025 წელს ომის დასრულების შანსებს ხედავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა შანსი, დავასრულოთ ომი მომავალ წელს. ამისთვის არსებობს შესაბამისი ნაბიჯები... ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ყველა ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მაგრამ არსებობს გაეროს წესდება და ყველა ჩვენს ნაბიჯს, რომელიც გაეროს წესდებას ეფუძნება, ჩვენი პარტნიორები მხარს დაუჭერენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, მოისმინოს წინადადებები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გლობალური სამხრეთიდან.

„მე ასევე მინდა ვნახო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის წინადადებები. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიხილავთ ამ წინადადებებს იანვარში და გვექნება გეგმა ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.