1765309909
უცხოეთი
ზელენსკი: უკრაინას ამჟამად არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა ყირიმის დასაბრუნებლად და ალიანსში გასაწევრიანებლად
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა ცდილობს გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატოს) წევრი და დაიბრუნოს ყირიმი.
მისი თქმით, უკრაინას ამჟამად არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა ყირიმის დასაბრუნებლად და ალიანსში გასაწევრიანებლად.
„ჩვენ რეალისტები ვართ. ჩვენ ნამდვილად გვინდა ნატოში გაწევრიანება. ჩემი აზრით, ეს სამართლიანია. თუმცა, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც რამდენიმე სხვა ქვეყანა, სიმართლე გითხრათ, ჯერ უკრაინას ნატოში არ ხედავს. და რუსეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვერასდროს დაგვინახავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, ყირიმთან დაკავშირებით, ზელენსკიმ აღიარა, რომ „ჩვენ არ გვაქვს ძალა, სრულად დავიბრუნოთ ჩვენი უკრაინული ნახევარკუნძული, ყირიმი“.