Loading data...
ზელენსკი: უკრაინამ დრონების სპეციალისტები გაგზავნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში

ირანული „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ ჩამოსაგდებად განკუთვნილი უკრაინული პროფესიონალური ჯგუფები კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში გაემგზავრნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი ჯგუფები, უკრაინული გუნდები სრული აღჭურვილობით გაემგზავრნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ კვირაში სამივე გუნდი სამ სხვადასხვა ქვეყანაში იქნება.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მიიღოს დახმარება ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნებისთვის დახმარების გაწევის სანაცვლოდ.

„პირველ რიგში, ჩვენ ვაყენებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების საკითხს, რომლებიც ჩვენთვის დეფიციტურია. ჩვენ ვსაუბრობთ PAC-2-ზე, PAC-3-ზე“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.