Loading data...
ზელენსკი: უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას ხელს მოაწერს

უკრაინამ საფრანგეთთან გააფორმა „ისტორიული შეთანხმება“, რომელიც საჰაერო ძალების გაძლიერებას ითვალისწინებს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. მნიშვნელოვნად გაძლიერდება ჩვენი საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შეთანხმებას ხვალ მოეწერება ხელი.

„სწორედ ეს ეხმარება უკრაინას თავის დაცვაში და ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი საფრანგეთს ორშაბათს, 17 ნოემბერს, ეწვევა, მომდევნო დღეს კი სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრება. 

„კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარება. ჩვენი მთავარი მიზნები დღეს საჰაერო თავდაცვაა, საჰაერო თავდაცვის რაკეტები. და ყოველი რუსული დარტყმის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ძალების აღდგენას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.