1771667728
უცხოეთი
ზელენსკი - უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება. ამის შესახებ ზელენსკიმ „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ახალი კონტრშეტევის დროს ასობით კვადრატული კილომეტრი დაიკავა, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ევროპული ჯარები ფრონტის ხაზზე უნდა განლაგდნენ.
„ვერ იტყვით, რომ ომში ვმარცხდებით. გულწრფელად, ჩვენ ნამდვილად არ ვმარცხდებით. საქმე იმაშია, გავიმარჯვებთ თუ არა. დეტალებში არ შევალ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.