Loading data...
ზელენსკი: უკრაინა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ევროკავშირში გაწევრიანდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ყველასთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტი იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ ავსტრიის კანცლერთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის ომის დასრულების შემდეგ მისი უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვან ნაწილად უნდა იქცეს. 

ზელენსკი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში რეალურად გაწევრიანება 2027 წელს მოხდება. 

როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკიმ ავსტრიის კანცლერს გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მხარეებმა ძირითადად სამხედრო საკითხები განიხილეს, თუმცა უსაფრთხოების გარანტიებიც განიხილეს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. ბოლოს და ბოლოს, ევროპის საერთო სიძლიერე, ნაწილობრივ, უკრაინის წვლილის წყალობითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე - 2027 წელზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა და ავსტრიის კანცლერმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული ენერგეტიკული სიტუაცია.

ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ყოველდღიურად ესხმის თავს. 

ინფორმაციისთვის, უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართა. ზელენსკის თქმით, საუბრები კონსტრუქციული იყო.