Loading data...
ზელენსკი: უკრაინა აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრას გამართავს

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის გუნდების მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამერიკული გუნდი დღეს მოსკოვში გაემგზავრება. ისინი პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს შეხვედრას ელოდნენ. ჩემი გუნდი ამერიკულ გუნდს შეხვდება. ვფიქრობ, ეს სამმხრივი შეხვედრა იქნება საამიროებში. ვფიქრობ, შეხვედრა ხვალ და ზეგ გაიმართება. შეხვედრა ორ დღეს გაგრძელდება“, - დასძინა ზელენსკიმ.