Loading data...
ზელენსკი: უკიდურესად ფხიზლად უნდა ვიყოთ, რუსეთი მასშტაბური დარტყმისთვის მზად არის

„რუსები უკრაინაზე მასშტაბური დარტყმისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვისას განაცხადა. 

„ამ დღეებში ჩვენ უკიდურესად ფხიზლად უნდა ვიყოთ. რუსეთი მასშტაბური დარტყმისთვის მოემზადა და ელოდება მომენტს მისი დაწყებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ საჰაერო თავდასხმის შესახებ ყველა გაფრთხილება. ყველა რეგიონი მზად უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად რეაგირებისთვის და ხალხის გვერდში დგომისთვის“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი