Loading data...
ზელენსკი: თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატოში, ჩვენ ვიქნებით ნატოში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  თავდაპირველად ზოგიერთი სახელმწიფო უკრაინის მიმართ გაუმჭვირვალე პოლიტიკას ატარებდა და არ უჭერდა მხარს მის ნატოში შესვლას.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აწარმოეს დიალოგი რუსებთან ამ საკითხზე. თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს

„ეს იყო უბრალოდ ცრუ სიტყვები, რომ უკრაინა იქნებოდა ნატოში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატოს წევრი. ეს არ იყო გულწრფელი. ვისურვებდი, გამეთანაბრებინა სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ ნატოში და ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს გვიჭერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანებს  მხარს არ უჭერს ოთხი ქვეყანა: აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი.

„თუმცა ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატოში, ჩვენ ვიქნებით ნატოში, ყველა ამის მომხრე იქნება. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მზად, დაგვინახოს ნატოში -  ჩვენ არ ვიქნებით ნატოში“, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი.