ზელენსკი: თუ პუტინს არ შევაჩერებთ, ის ახალი ფრონტის გახსნას შეეცდება, პატარა ქვეყნები საფრთხის ქვეშ არიან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ახალი ფრონტის გახსნა სცადოს. პატარა ქვეყნები საფრთხის ქვეშ არიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„თუ პუტინს არ შევაჩერებთ, თუ მშვიდობის მიღწევის გეგმა არ იქნება. თუ არ გვექნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იმის გააზრებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ, პუტინი შეეცდება ახალი ფრონტის გახსნას სხვაგან, რადგან უკრაინა მისთვის ძალიან რთულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი აზრით, სხვა ქვეყნები რუსეთთან ომისთვის მზად არ არიან, ომისთვის სრულად მომზადება კი შეუძლებელია.
„შესაძლოა, ის სხვა ქვეყნებზე ფიქრობდეს. ერთზე, ან მეორეზე, მაგრამ არა ძალიან დიდზე, რადგან საქმე მხოლოდ ოკუპაციას არ ეხება; საქმე ტერიტორიის შენარჩუნებას ეხება. ამიტომ, რისკები, პირველ რიგში, პატარა ქვეყნებს ეხება. პუტინს არ აინტერესებს, ნატოში არიან ისინი, თუ ევროკავშირში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.