Loading data...
ზელენსკი ტრამპს: უაღრესად მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქციულია და მოუთმენლად ველით დიპლომატიაში შემდგომ პოზიტიურ განვითარებას, რათა საბოლოოდ დასრულდეს რუსეთის ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება უკრაინისა და შეერთებული შტატების საერთო მემკვიდრეობა გახდება დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, რათა შეწყდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული ომი.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ ბედნიერი და დალოცვილი მადლიერების დღე უსურვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პირველ ლედის მელანია ტრამპს და მთელ ამერიკელ ხალხს.

„ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რამაც უკრაინაში ამდენი სიცოცხლე გადაარჩინა და ყოველდღიურად გვეხმარება ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში.

ჩვენ უაღრესად მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქციულია და მოუთმენლად ველით დიპლომატიის სფეროში შემდგომ პოზიტიურ განვითარებას, რათა საბოლოოდ დასრულდეს რუსეთის ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება ჩვენი საერთო მიღწევა იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.