ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე - მკაფიო პოზიცია და გამოხატული გადაწყვეტილებაა ამერიკის პრეზიდენტისგან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კრემლის ლიდერისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.
„მკაფიო პოზიცია და გამოხატული გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტისგან სწორ დროს, როდესაც ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს ძალის მეშვეობით ნამდვილი მშვიდობისთვის. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს სიცოცხლეების გადარჩენაზე და ამ საშინელი ომის შეჩერებაზე ფოკუსისთვის. უკრაინა რჩება ერთგული მშვიდობისადმი და დაუღალავად იმუშავებს აშშ-თან ერთად, რათა ჩვენი ორივე ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული გახდეს“, – აცხადებს ზელენსკი.
Clear stance and expressed determination by @POTUS – right on time, when a lot can change through strength for real peace. I thank President Trump for his focus on saving lives and stopping this horrible war.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 28, 2025
Ukraine remains committed to peace and will work tirelessly with the… https://t.co/dKioLSVB26