ზელენსკი: ტრამპის ადმინისტრაციის მთელი ყურადღება ირანისკენ არის მიმართული და ამიტომ უკრაინისთვის დრო არ აქვთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ირანთან ომის გამო, ტრამპის ადმინისტრაცია და მისი მომლაპარაკებლები აღარ არიან ორიენტირებულნი რუსეთ-უკრაინის ომზე მოლაპარაკებებზე.
ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის მთელი ადმინისტრაციის ყურადღება ახლა ირანისკენ არის მიმართული.
„ისინი ხაზზე არიან ირანთან და ამიტომ დრო აღარ აქვთ უკრაინისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-სა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ბევრად უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ევროპასთან და ამ დრომდე, რთულია ევროპული ქვეყნების ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში.
„ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია, თუმცა მე ვერ ვხედავ აშშ-სგან სიგნალს იმისა, რომ მათ ეს სურთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რაც შეეხება ტრამპის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი არც უკრაინის და არც რუსეთის მხარესაა „ის სადღაც შუაშია“.