Loading data...
ზელენსკი: ტრამპი პუტინთან თანაბარ პირობებში აწარმოებს დიალოგს და შეუძლია ომის შეჩერება

ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება, რადგან ის რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან თანაბარ პირობებში აწარმოებს დიალოგს და შეერთებული შტატები რუსეთზე ბევრად ძლიერია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს მათი გადასაწყვეტია, გააგრძელებენ თუ არა ომს. თუმცა, ჩვენ გვსურს ამ ომის შეჩერება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ომის შეჩერება, რადგან ის პუტინთან დიალოგს აწარმოებს. ის პუტინთან დიალოგს თანაბარ პირობებში აწარმოებს“, - აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთზე გაცილებით ძლიერია.

მან დასძინა, რომ უკრაინის ომის გამოცდილების გამო, აშშ-ის არმია რუსულზე გაცილებით ძლიერია.

„მათ კომპრომისების პოვნა სურთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ ღია ვართ სხვადასხვა ნაბიჯებისთვის და მე ვთქვი, რომ რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა დაუშვან გარკვეული კომპრომისები. ასე რომ, რუსები ამ ომს ვერ მოიგებენ. მათ არ მოუგიათ და ვერც გაიმარჯვებენ“, - დასძინა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის დარწმუნებული რუსეთის ლიდერის სურვილში, დაასრულოს ომი იმ სიტუაციაში, რომელშიც ის იმყოფება.