ზელენსკი: ტრამპი Patriot-ის ტიპის დამატებითი რაკეტების მოწოდებას დათანხმდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ამერიკელი კოლეგა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების მიწოდებას დათანხმდა.
დავოსში ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ამერიკული PAC-3 რაკეტების მიწოდებას დათანხმდა. პრეზიდენტმა უარი თქვა რაოდენობის დაკონკრეტებაზე.
„გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს... პრეზიდენტ ტრამპთან ერთი საათი გავატარე. და მივიღე — არ ვიტყვი რამდენი — PAC-3 რაკეტა Patriot-ისთვის. ვიცი ამ რაკეტებიდან, ამ პაკეტიდან რამდენჯერ გაუძლებს უკრაინა ბალისტიკურ დარტყმებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი „გლობალურ საკითხებზე“ იყო ორიენტირებული, თუმცა, ამავდროულად, შესაძლებელი იყო იმ საკითხის მოგვარება, რომელიც დავოსში მოგზაურობის მიზანს წარმოადგენდა.