Loading data...
ზელენსკი: ტყუილია, რომ უკრაინაში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მეტი კორუფციაა

„ტყუილია, რომ უკრაინაში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მეტი კორუფციაა. ჩვენ გვაქვს კორუფცია, მაგრამ ვებრძვით მას და კარგ საქმეს ვაკეთებთ“, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ქვეყანაში კორუფციის შემთხვევებია, მაგრამ მთავრობა მას ებრძვის.

„ჩვენ კარგად გვესმის: არსებობს მრავალი განსხვავებული რეიტინგი, რომელიც სხვადასხვაგვარად იზომება. არსებობს მრავალი განსხვავებული შემთხვევა და ყველა გონიერი ადამიანი ნათლად ხვდება, რომ ეს პრობლემა გვაქვს. დიახ, ამ ქვეყანაში კორუფციაა და ის გამოაშკარავდება. ის არსებობს. მაგრამ, მოდით, ვიყოთ გულახდილები - ის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს. მე უბრალოდ მინდა, რომ ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეები და ეს ჩვენი ერთ-ერთი სისუსტეა, მაგრამ ამავდროულად არ დავკარგოთ ერთიანობა და პატივისცემა უკრაინის მიმართ და არ ვთქვათ, რომ ეს ჩვენ გვაქვს და სხვებს არა“, - აცხადებს ზელენსკი.