Loading data...
ზელენსკი თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრაზე: უკრაინას პროგრესი ვერ მოუტანა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი შეხვედრა თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში თებერვლის ბოლოს არ წარიმართა ისე, როგორც მას სურდა და ხაზი გაუსვა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მნიშვნელობას. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოვალურ კაბინეტში კამათის შემდეგ უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ბევრი შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა ეს არ იყო ომის დასასრულებლად საკმარისი. 

„ჩვენმა გუნდმა დაიწყო მუშაობა შეერთებულ შტატებთან ერთად და ვხედავ, გარკვეულ დადებით ასპექტებს. ვფიქრობ, ოვალურ კაბინეტში შეხვედრამ უკრაინას პროგრესი ვერ მოუტანა“, - აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენონ გზა ამ ომის დასრულებისკენ.

„ჩვენ მოუთმენლად ველით სტრატეგიულ პარტნიორობას, პატივს ვცემთ ამერიკელ ხალხს, მათ არჩევანს და მხარდაჭერას, რომელიც მოდის შეერთებული შტატებიდან. ვფიქრობ, მომავალში უფრო ნაყოფიერი შეხვედრები გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან,“ - დასძინა ზელენსკიმ. 

ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან კამათის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ოვალური კაბინეტი დროზე ადრე დატოვა.