1763626442
უცხოეთი
ზელენსკი: ტერნოპოლზე რუსების საჰაერო იერიშის შემდეგ 22 ადამიანის ბედი უცნობია
„ჩვენი მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ტერნოპოლში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება. 22 ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია და მათი ძებნა გრძელდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, ზოგიერთ რაიონში, სერიოზული დაზიანების გამო სამუშაოების შესრულება მხოლოდ ხელით არის შესაძლებელი.
„ეს ართულებს სამძებრო სამუშაოებს. ამ დროისთვის ცნობილია 26 ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის სამი ბავშვია“, - აცხადებს ზელენსკი.
ინფორმაციისთვის, 19 ნოემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე, ქალაქ ტერნოპოლზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.