Loading data...
ზელენსკი: ტერიტორიული საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ

უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიის დათმობა შეუძლებელია და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის მტკიცებით, აუცილებელია „რეალური მოლაპარაკებები“, რომლებიც დაიწყება იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზი დგას.

„ვინაიდან ტერიტორიული საკითხი ასეთი მნიშვნელოვანია, ის მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა უნდა განიხილონ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის დროს. ჯერჯერობით, რუსეთს არ გამოუჩენია არანაირი ინიციატივა იმისა, რომ სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. და თუ რუსეთი უარს იტყვის, მაშინ ახალი სანქციებია საჭირო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.