Loading data...
ზელენსკი: ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია - სამშვიდობო გეგმა ახლა უკეთ გამოიყურება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის სამი საკითხი ყველაზე საკამათოა.

„გულწრფელად გეტყვით, ტერიტორიების საკითხი არის ყველაზე რთული. აღდგენის დაფინანსების საკითხი, ჩემი აზრით, ევროპელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე რთულია, რადგან ფული ევროპაშია. არ მგონია, ეს ძალიან სამართლიანი იყოს. უსაფრთხოების გარანტიების საკითხი კი ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ, ევროპის მხრიდან.

სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პრიორიტეტები სუვერენიტეტის შენარჩუნება და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფაა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „სამშვიდობო გეგმა ახლა უკეთ გამოიყურება“.