ზელენსკი: თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკში ორ რუსულ ნავთობტანკერს შეუტიეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკის პორტის წყლებში ორი რუსული ნავთობტანკერი დაბომბეს, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს გემები რუსეთის ფედერაციის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნოდა და აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.
„ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობფლოტის წინააღმდეგ - მათ ორი ასეთი გემი ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელთან წყლებში დაბომბეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ოპერაციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ანდრეი გნატოვს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურს და უკრაინის საზღვაო ძალებს.
„უკრაინის შორი დისტანციის შესაძლებლობები ყოვლისმომცველად განვითარდება - ზღვაზე, ჰაერში და ხმელეთზე. დიდება უკრაინას“, - დასძინა ზელენსკიმ.